LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აგვისტოს 23 986 პირი აიცრა, თბილისში გამოვლინდა 1 860 შემთხვევა – რა ხდება რეგიონებში

278
uno-2021-03-18t104530-524

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 907 665 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 23 986 პირი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი. 24 საათში კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.98%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა,
  • აჭარა – 677,
  • იმერეთი – 573,
  • ქვემო ქართლი – 277,
  • შიდა ქართლი – 304,
  • გურია – 120,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297,
  • კახეთი – 386,
  • მცხეთა-მთიანეთი – 113,
  • სამცხე-ჯავახეთი – 98,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 188, აჭარაში – 951, იმერეთში – 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში – 617, აჭარაში – 145, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 26, იმერეთში – 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 – თბილისში, 1 333 – აჭარაში. 48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 72, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 070 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 332, პირი, აჭარაში – 8 203, იმერეთში – 5 126.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები