19 ივნისს MONO HALL წარმოგიდგენთ მრავალი ქართული სიმღერის ავტორისა და შემსრულებლის, რუსა მორჩილაძის კონცერტს მეგობრებთან ერთად.

რუსა მორჩილაძე, უამრავი ქართული სიმღერის ავტორია, რომლებსაც ცნობილი ქართველი მომღერლები სხვადასხვა დროს ასრულებდნენ და რომლებიც დღემდე პოპულარულია სხვადასხვა თაობის მსმენელში. რუსა, ასევე ბევრი წარმატებული სატელევიზიო შოუის პროდიუსერია და მას გალა კონცერტისა და ღონისძიების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის.

საღამოზე მასთან ერთად იმღერებენ პოპულარული ქართველი მომღერლები: „ღამის შოუს ბენდი“, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, სტეფანე, ჯგუფი „სახე“, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები, მერაბ სეფაშვილი, დუეტი „ჯორჯია“, ნინი ბადურაშვილი, ეკა დოლიძე, თამთა ჭელიძე

კარი გაიღება: 21:00 საათზე

კონცერტის დასაწყისი: 23:00

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე tkt.ge.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები