საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს.

„ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ახალ, ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია

და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

აღსანინავია, რომ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.

მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც დაასრულა.

სარეაბილიტაციოსარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები