LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის თბილისის პირველადი ბიუჯეტი 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა

146
kaxa

2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოშია წარდგენილი და ის 1 700 912 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 68 779 000 ლარითაა გაზრდილი – აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი საბოლოო არ არის და ის, შესაძლოა, შეიცვალოს.

„საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტი პირველადია და, დიდი ალბათობით, მისი დაკორექტირება მოგვიწევს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, ასევე, ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებასა და მთავრობასთან. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი თანხების მოპოვების შესაძლებლობა გვექნება, რაც 2024 წლისთვის თბილისის მოსახლეობისთვის მეტი სიახლის შეთავაზების საშუალებას მოგვცემს. ასე რომ, აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, საბოლოო არ არის და ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g