საქართველოში კორონავირუსის 17 265 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 69 190, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 203, PCR ტესტით – 30 987.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.