ქეით მიდლტონი ლონდონში ანა ფროიდის სახელობის ცენტრს ესტუმრა, სადაც ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობის თემაზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ანა ფროიდის ცენტრი, რომლის პატრონაჟსაც ქეითი ეწევა, სწორედ ამ მიმართებით მუშაობს.
ცენტრთან ქეითს უამრავი გულშემატკივარი დახვდა და უელსის პრინცესა, ტრადიციულად ხალხთან შეხვედრას არ მორიდებია. ამ ვიზიტის დროს ის ბრწყინავდა Suzannah-ს ულამაზეს მწვანე კაბაში, რომლის ღირებულება 3400 ამერიკული დოლარია. ანსამბლს კი ქეითმა „ალესანდრა რიჩის“ ულამაზესი შავ-თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა.
ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1830 დოლარიან თეთრ პიჯაკში გამოჩნდა