LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 ბაინდერია თარიღების მიხედვით, ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა: პროკურორი ქეთი ჩაჩავა

179
ქეთი პაპავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც „პიჯაკების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ განაცხადა, რომ საქმეში წარმოდგენილია 48 ბაინდერი პატაკები თარიღების მიხედვით. მისივე განმარტებით, თითოეული თარიღი საქართველოში გარკვეულ მოვლენას უკავშირდება. ქეთი ჩაჩავას მაგალითად მოჰყავს ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტი, რომლის დროსაც, სააკაშვილის დავალებით 181 000 ლარი დაიხარჯა.

პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ადვოკატების შუამდგომლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოს.

„რაც შეეხება დაყენებულ შუამდგომლობას, რაც ერთ-ერთმა ადვოკატმა პროკურორის აცილებაზე დააყენა, ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი და ეს საფუძველი, რომელიც დაცვის მხარემ დაასაბუთა არის „ე“ ქვეპუნქტი, არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მის მიუკერძოებლობას და ამ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ასაბუთებს დაცვის მხარე თავის პოზიციას. ასევე მოიყვანა ბექა ბასილაიამ საქართველოს კანონი „პროკურატურის შესახებ“ და ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ პროკურორს უფლება აქვს დასკვნები გააკეთოს სისხლის სამართლის საქმეზე და შეფასებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვიხდება პრესასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ გარკვეული შეფასებები გავაკეთოთ სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებას, საქმეში წარმოდგენილია 48 ბაინდერი პატაკები, თარიღების მიხედვით. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, თითოეული თარიღი უკავშირდება საქართველოში გარკვეულ მოვლენას. მაგალითად, ავიღოთ 2012 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ყოფილი სახალხო დამცველის ვიზიტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დავალებით დაახლოებით 181 000 ლარი იქნა გახარჯული. აქედან გამომდინარე, ეს თარიღები შეგვიძლია დაუკავშიროთ აღნიშნულ მოვლენებს და მხოლოდ და მხოლოდ ეს გარემოება, რომ ჩვენ ვართ მიკერძოებულები, ნამდვილად არ არის დასაბუთებული. ჩვენ გიცდიდით ბატონო ნიკა (გვარამიას მიმართავს) და თქვენგანაც გვაქვს მოლოდინი, რომ მოგვისმენთ, ჩვენც დავასაბუთოთ და ჩემს შემდეგ ისაუბრეთ თქვენ. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებში გვაქვს დადგენილი და თარიღების მოხსენიება ნამდვილად შეგვიძლია სიტყვით გამოსვლებში. ეს გარემოება ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ტესტს, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს კანონიდან, შესაბამისად, გთხოვთ, რომ აღნიშნული შუამდგომოლობა აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილოთ“, – მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები