LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ, 100 ლარი დაერიცხებათ

203
ბუსტერ

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ 50 წელს ზემოთ, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებს ფულადი წახალისება ექნებათ.

„50 წელს ზემოთ ადამიანებს, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, მათაც გაუკეთდებათ წახალისება, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომატებულია ინფიცირებულებულების რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ტესტირებას გადის, სწორი მონაცემები მიუთითოს ტელეფონის ნომრის სახით, რათა არ გართულდეს შემდგომში მასთან დაკავშირების პროცესი“. – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ამ ეტაპზე მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ერიცხებათ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ისევ საჭიროა გააქტიურება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემსდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ომიკრონის” ფონზე, დამატებითი კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებენ, რომ უკვე ჩატარებული 2 დოზა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან, თუმცა „ბუსტერ“ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს” – აღნიშნა გაბუნიამ

მისი შეფასებით, საკმაოდ კარგი ინიციატივაა 50 წელს ზემოთ პირების 100 ლარით წახალისება „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში, რადგან მინისტრის მოადგილის შეფასებით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g