LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

919 ახალი შემთხვევა, აქედან 366 თბილისში – კორონავირუსის ანტირეკორდი საქართველოში

152
BeFunky-collage - 2020-10-13T104423.094

კორონავირუსით საქართველოში კიდევ  919 ადამიანი დაინფიცირდა და ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ის 14 440 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 208-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ვირუსის შედეგად კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 7 073 აქტიური ქეისია.

“14 440 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ ამაზე მოსახლეობას ვაფრთხილებდით. დაღეს, ახალი დადასტურებული გახლავთ 919 შემთხვევა. მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შემთხვევების გადანაწილება რეგიონის მიხედვით ასეთია:

თბილისი – 366

აჭარა – 286

იმერეთი – 104

სამეგრელო-ზემო-სვანეთი – 57

ქვემო ქართლი – 44

შიდა ქართლი – 21

კახეთი და  გურია – 13

მცხეთა – 11

სამცხე ჯავახეთი – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო ქართლი – 1.

 

ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. მათ შორის 2 აჭარაში მკურნალობდა. ერთი არის 87 წლის ქალბატონი, ხოლო მეორე 65 წლის მამაკაცი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g