ბათუმში უკვე მეხუთე წელია სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ტარდება. წელს ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სოფლის კუთხეები მოეწყო. სტუმრებს 5 მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება შეუძლიათ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთკულინარიულ მასტერკლასში, ასევე არყის გამოხდისა და ყურძნის დაწურვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სანახაობა და კონცერტი იმართება.

აჭარის მუნიციპალიტეტის გარდა ღონისძიებაში საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ფესტივალის მიზანი სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციაა.

მსგავსი თემები