LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი ასახელებს, სად იმყოფებოდა ესებუა ამ დროის განმავლობაში: „თანხასთან დაკავშირებით არაფერი მიკითხავს..“

211
ფორტუნა (10)

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა, –  ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ესებუას სახელმა გაიჟღერა ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით, ესებუას გაუჩნდა განცდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ იმალებოდა.

„ზუგდიდში ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და „ენადირათ“ ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო“. – განმარტავს ადვოკატი.

ამასთან, ადვოკატის თქმით, თანხასთან დაკავშირებით ესებუასთვის არაფერი უკითხავს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბანკის ყაჩაღობასთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, ბადრი ესებუა სასამართლო პროცესს დაესწრება.

„ბრალდებული სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება, მისი ინტერესიც არის. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ძმა უსამართლოდ არის გასამართლებული, დიდი იმედი არა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ სამართლებრივი გზით.

რაც შეეხება, იარაღს, რომელიც ამოიღეს სამართალდამცავებმა ჯიქიების ოჯახში მისი დაკავების დროს, როგორც განმიმარტა, ეს სპორტული იარაღია და მისია, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სჭირდებოდა თავის დასაცავად”, – აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა გუშინ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ადვოკატი: ბადრი ესებუა არანაირ ბრალს, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს

მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს

„ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ“ – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე

„ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“ – რატი ბრეგაძე შს მინისტრს „რთული ოპერაციის“ დასრულებას ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g