LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან… როდესაც აგრესია მოდის, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს… ეს აგრესიის აღკვეთა იყო: შალვა პაპუაშვილი

62
პაპუაშვილი - ბოკუჩავა

18 ივლისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა, განმარტებას თავად შალვა პაპუაშვილი აკეთებს.

პაპუაშვილის თქმით, „აგრესია ქალბატონი თინასგან მოდიოდა და როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს“. მისივე განმარტებით, მისი მხრიდან ეს „არათუ ძალადობა, არამედ ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა იყო“.

„როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ესაა ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან. ორი მანდატური მას აკავებდა და ვერ აკავებდა. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან… ბევრი რამ გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, რაღაც ნივთიერებების დასხმა… ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა”, – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და მას ჰკითხა სერიოზულად ამბობდა თუ არა, რომ „მორალური ვალდებულების გამო გამოათრია თინა?“ რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა: „აბა, რისთვის ვიყავი იქ?“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები