LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „სისხლი“ საჭირო იყო: ვახო ჭარაია ეკონომიკის ახალ მინისტრზე

146
ჭარაია

ეკონომისტი ვახო ჭარაია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. მისი განცხადებით, ეკონომიკის ახალი მინისტრი „ახალი ძალებით და ახალი ხედვით შეუდგება საქმიანობას“.

ის ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, უმუშევრობას, ინფლაციას, პანდემიას და კიდევ ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებას ახლებური მიდგომები სჭირდება.

ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში – ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს

ვინ არის ოთარ შამუგია და რას ცვლის სამთავრობო ცვლილებები – პოლიტიკოსების მოლოდინები

ნათია თურნავა: მე მაქვს სურვილი რომ შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

„მოსალოდნელი იყო-მეთქი ნათია თურნავას გადაწყვეტილება ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი „სისხლი“ საჭირო იყო. ახალი ძალებით, ახალი ხედვით, კარგი იქნება, რომ შეუდგეს ახალი მინისტრი თავის საქმიანობას.

პრობლემები უამრავია: უმუშევრობა, ინფლაცია, პანდემია… ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. სჭირდება ახლებური ხედვა ამ ყველაფერს და ახლებური მიდგომები იმისთვის, რომ დაიძლიოს ბევრი პრობლემა. თუ პანდემია მალე დასრულდება, პოსტპანდემიური პერიოდისთვისაც დასაწყისი ლოგიკური იქნებოდა“, – განაცხადა ვახო ჭარაიამ.

ყოფილი მინისტრი ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

ეკონომისტი ბიზნესომბუსდმენად ოთარ დანელიას დანიშვნასაც ეხმიანება და მას წარმატებებს უსურვებს.

„საქართველოში ბიზნესკლიმატის შექმნა, მარტო ბიზნესომბუდსმენის პრეროგატივა არაა. ეს დამოკიდებულია, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, ასევე სახელმწიფოზეც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზეც, რომლებიც მთელ რიგ საკითხებში ხელს გვიწყობენ. მაგალითად, რეფორმების განხორციელებაში. არის საკითხები, რომლებსაც ჩვენს შიგნიდან ვერ მოვაგვარებთ, თუ გარე დახმარება არ იქნა.

ძალიან მიშვნელოვანია, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება არ გადაიზარდოს ომში, რადგან თუ ეს მოხდა, შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რთული იქნება საქართველოში მიმზიდველი ეკონომიკა წარმოაჩინო.

წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ოთარს, თუმცა მხოლოდ მასზე „ტვირთის გადაკიდება“ ალბათ არ ღირს“, – განაცხადა ვახო ჭარაიამ.

პოპულალურები