უკრაინის საგარეო მინისტრის რჩევას – რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დროს უკრაინულ მხარეს თავი შეეკავებინა საკვებისა და სასმელის მიღებისგან და ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან – რუსეთში ირონიულად გამოეხმაურნენ.
როგორც მედია წერს, დმიტრო კულებას ეს მოწოდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ “გაშიფრა” და განმარტა:
“დიახ, ახლა გასაგებია, რატომ მოკლეს უკრაინის უშიშროების ძალებმა მათი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დენის კირეევი კიევში – ის რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა”, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, დღეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე, დმიტრო კულებამ დიპლომატებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა:
“ყველას ვურჩევ, ვინც რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა, ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ახალი ამბები, სენსაციები ყველას სწყურია”, – თქვა კულებამ.
უკრაინის სახალხო დეპუტატი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კიევში მოწამლეს