ალავერდის საკათედრო ტაძარში, შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს, კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. ტესტის ჩატარება სურვილის მიხედვით მრევლსაც შეუძლია.
ეპარქიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს დადგენილ რეგულაციებს ითვალისწინებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წირვაზე მისული მრევლი, დისტანციის დაცვით სპეციალურ მონიშნულ ადგილებზე დადგება.
ტაძარში შობის სადღესასწაულო მსახურება დღეს ღამისთევით ჩატარდება.
”ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ამიტომ მივიღეთ შემოთავაზება ჯანდაცვის ცენტრიდან, დავთანმდით და ეპარქიაში მყოფი ყველა ადამიანი ნებაყოფლობით ჩაიტარებს ტესტირებას”- განაცხადა დედა მარიამმა.
შეგახსენებთ, რომ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა – სამღვდელოება მოსახლეობას შობას მანქანებიდან მიულოცავს