LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, ვაშლიჯვრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ტერიტორია სადაც მეწყერი შეიძლება ჩამოწვეს ვაშლიჯვრისგან ცოტა შორს არის: თეა გოდოლაძე

396
თეა გოდოლაძე

“ამ ეტაპზე, ვაშლიჯვრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ტერიტორია სადაც მეწყერი შეიძლება ჩამოწვეს ვაშლიჯვრისგან ცოტა შორს არის”, – ამის შესახებ განცხადება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ გადაცემაში “დღის თემა” გააკეთა.

თეა გოდოლაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მეწყრული პროცესი განვითარდება და მიწის დიდი მასა მოწყდება ადგილიდან, ის ვერტიკალურად მდინარე მტკვრისკენ წამოვა. მიწის მასის დიდი სიჩქარით დაძვრის შემთხვევაში, გოდოლაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო იქნება.

ვაშლიჯვარს საფრთხე არ ემუქრება, იქ არის კონკრეტული ტერიტორია, სადაც შეიძლება ეს მეწყერი ჩამოწვეს. ტერიტორია სადაც მეწყერი შეიძლება ჩამოწვეს ვაშლიჯვრისგან ცოტა შორს არის. პირდაპირ ვერტიკალურად თუ ჩამოვიდა წამოვა მდინარე მტკვრისკენ. აი Google Map რომ ავიღოთ… გრავიტაციით მოდის ქვევით და ვერტიკალურად გავრცელდება. ის გვერდებში კი არ გადის. ეს ეშლებათ მოსახლეობასაც, ჟურნალისტებსაც და გადაწყვეტილების მიმღებსაც”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ვიდეო: გუშინდელი წვიმის შემდეგ ნაპრალის შუა ნაწილი მთლიანად ჩავარდა, ცეცხლს ვეთამაშებით – თეა გოდოლაძე

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები სრულად გაჩერდება: ირაკლი ბენდელიანი

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

magti 5g