LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კვირიდან, კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ- კვირასაც მიიღებენ

113
shutterstock-168692882-1

მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, მომხმარებლები შაბათ- კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ- კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ, ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიური ტენდენციაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქებაც იქნას მიღებული,“- განაცხადა ღიბრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები