LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მთაწმინდაზეა – 15:00 საათის მონაცემები

120
არჩევნები-გვ-4-2-e1477390453527

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი – მთაწმინდის ოლქში ფიქსირდება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ანა მიქელაძემ განაცხადა, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აქტივობამ 21% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 9 226 ამომრჩეველი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი 56,4%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად არის 257 ამომრჩეველი. ცესკოს ინფორმაციით, საგარეჯოში სულ 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა – 36,4% (444 ამომრჩეველი), მარნეული – 22,6% (22 553 ამომრჩეველი), ადიგენი – 42,9% (482 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 30,5% (16 737 ამომრჩეველი), ჭიათურა – 32,4% (13 908 ამომრჩეველი), ტყიბული – 29,6% (1054 ამომრჩეველი), წყალტუბო – 35,4% (1493 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 31,7% (1613 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 32,8% (39 678 ამომრჩეველი), ხულო – 40,6% (9 782 ამომრჩეველი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები