LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: არავინ აპირებს, შეეგუოს ივანიშვილის თავში მოხარშულ სცენარს იმის შესახებ, როგორ ხდება დემოკრატიული პროცესის მოხრჩობა საქართველოში

81
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და ამბობს, რომ არჩევენები დაშინების, მოსყიდვისა და სხვა მასშტაბური დარღვევების ფონზე ჩატარდა.

მისი შეფასებით, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ თავხედური მოქმედებებით ისინი ცდილობენ, რომ ეს სურათი შეცვალონ.

„ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე შევჯერდებით. ამ წუთისთვის შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არავინ აპირებს, შეეგუოს ივანიშვილის თავში მოხარშულ სცენარს იმის შესახებ, როგორ ხდება დემოკრატიული პროცესის მოხრჩობა საქართველოში,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ყველა მოქალაქის ხმას მიიტაცებს და ადამიანის სინდისით ივაჭრებს: გეგელია

პოპულალურები