LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქ პუტინი არ კლავს უკრაინელებს,  პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია” – “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

524
BeFunky-collage (3)

რუსეთის “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტის იგორ ვოლობუევის განცხადებით, მან რუსეთი დატოვა, რათა იარაღით ხელში იბრძოლოს უკრაინის მხარეს. ამის შესახებ მან დამოუკიდებელ რუსულენოვან გამოცემა The Insider-სთან ისაუბრა.

ვოლობუევი, რომელმაც 2 გამოცემას მისცა ინტერვიუ, ამბობს, რომ წარმოშობით უკრაინელია და ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო მის დასაცავად. მისი სიტყვებით, უკრაინაში ჩასვლით სურს, ჩამოირეცხოს რუსული წარსული.

“რუსები კლავდნენ მამაჩემს, ჩემს ნაცნობებსა და ახლო მეგობრებს. მამაჩემი 1 თვე ცივ სარდაფში ცხოვრობდა. ხალხმა, რომელთაც ბავშვობიდან ვიცნობ, მითხრა, რომ რცხვენოდათ ჩემი.

ეს არის დანაშაული პუტინის, რუსეთის მთავრობის და ფაქტობრივად, რუსი ხალხის მხრიდან. იმიტომ, რომ აქ პუტინი არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს უნიტაზებს, პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია”,- ამბობს რუსეთის “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g