რატომ შეიძლება სასწორმა ერთ დილას გუშინდელთან შედარებით მეტი კილოგრამები აჩვენოს? ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია განმარტავს, რომ ერთ დღეში წონის მატება ავტომატურად ცხიმის მომატებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, სხეულის წონა დღის განმავლობაში და დღეებს შორის ბუნებრივად იცვლება და ამ ცვლილებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას.
სპეციალისტი ასახელებს 10 მიზეზს, რის გამოც შესაძლოა დილით სასწორზე უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს:
1. მეტი მარილი
2. არასაკმარისი ან უხარისხო ძილი
3. გვიან ჭამა
4. აწონვის განსხვავებული დრო
5. სექსუალური აქტივობა
6. ნაწლავების არასრული დაცლა
7. საკვების უფრო დიდი რაოდენობა
8. მენსტრუალური ციკლი
9. გვიან ვარჯიში
10. სტრესი
სანდრო გოგოხიას განმარტებით, ასეთი ფაქტორები ძირითადად სითხის შეკავებასა და ორგანიზმში არსებული მასის დროებით ცვლილებას უკავშირდება. შესაბამისად, სასწორზე ერთი დღით მეტი რიცხვი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა იმავე რაოდენობით ცხიმი მოიმატა.
