LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე „მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს – რას ედავება მას პოლიცია

429
GIORGI
მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერას, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პოლიციამ დააკავა. მისი ცნობით, ნიკა რურუას ძმას იარაღი ჩაუდეს. 
“ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.

აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!

უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!” – წერს ნიკა გვარამია.

რადიო “ფორტუნას” კორესპონდენტი სალომე გაზდელიანი ამ წუთებში პარლამენტის წინ იმყოფება, რომელიც აქციის მონაწილეებს ესაუბრა.ისინი აცხადებენ, რომ გიორგი რურუა მთელი ღამის განმავლობაში აქციაზე იყო, გამთენიისას კი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის დააკავეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციითვე, რურუას იარაღი ჩაუდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები