„ოკეან ელზის“ სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნა.
წერილი მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
ვაკარჩუკი სააკაშვილს ამხნევებს და მოუწოდებს, იმედი არ დაკარგოს.
„ძვირფასო მიხეილ,
შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.
მე არ ვამბობ “გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.
ღმერთი გფარავდეთ!“ – წერს ვაკარჩუკი.