LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დამთავრდა 30 წელი… თვითონ რატომ ვერ მღერისო? როგორ უნდა შეაფასოს სხვაო – აი ეს მაგიჟებს“ – მარინა ბერიძე

1811
img-0109-2021-05-31-12-57-47-100710-1024x683

ცოტა ხნის წინ ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი, მარინა ბერიძე „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა. მან უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა,  განიხილა მუსიკალური პროექტები და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ბოლო ერთ თვეში ძალიან ვინერვიულე… ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ“ – მარინა ბერიძე სტუმრად „ვიზიტორში“

წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს, როდესაც საკუთარ თავზე ნეგატიურს იგებს, მან უპასუხა, რომ ის ყველაფერს კითხულობს, თუმცა არასდროს არავის პასუხობს.

ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. მე მიყვარს ჩემი საქმით დარწმუნება. გინდა ამბიციური დამიძახეთ, გინდა არაამბიციური. არ დამთავრდა 30 წელიწადი – „და თვითონ რატომ ვერ მღერისო?“, „არ მღერის და თუ მღერის ცუდად და როგორ უნდა შეაფასოს სხვაო“ – აი ეს მაგიჟებს. მე მაქვს სტუდია „ანა-ბანა“ და ბავშვების აყვანისას ვაკეთებ ხოლმე კასტინგს, რატომ უნდა დახარჯოს მშობელმა ფული ტყუილად. ამიტომ პირდაპირ თქმა ჯობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები