LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვჭირდება შიდა ომები – სალია განმარტავს რატომ გაათავისუფლა არხის მთავარი თანამშრომლები

274
SALIA232

“რუსთავი 2-იდან” თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. არხის ჟურნალისტების ნაწილმა ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

გათავისუფლების მიზეზებზე ტელეკომპანიის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტელევიზიას არ სჭირდება თანამშრომლები, რომლებიც შიდა ომებს აწარმოებენ.

სალიას თქმით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია და სხვა თანამშრომლები.

“შემჭიდროვებულ ვადაში, როცა გვინდა კომპანიის გასაჯასაღებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, არ გვჭირდება შიდა ომები. კომპანია გვინდა იყოს ერთ გუნდათ შეკრული და არ იყოს შიგიდან მცდელობა, რომ სექტემბერში, როცა იქნება ცხელი სეზონი, კომპანიიდან არ იყოს გადინებული კადრები. “არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხის პრინციპებს იყოს ამ არხზე დასაქმებული”, – განაცხადა სალიამ და აღნიშნა, რომ დარჩენილ თანამშრომლებთან ახალი კონტრაქტები დაიდება.

“რუსთავი 2-ის” დირექტორმა, ჟურნალისტების საპასუხოდ ეკა კვესიტაძის გათავისუფლების მიზეზებზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, ოფიციალურად ჯერ ისიც არ გათავისუფლებულა, რადგან შვებულებაში იმყოფება.

“ეკა კვესიტაძემ თავად განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად აკეთებს ახალ არხს, შესაბამისად ინტერესდა კონფლიქტია, ის ვერ იმუშავებს მთავარ არხზე და აქ ერთდროულად,” – განმარტა სალიამ.

პაატა სალიამ ხელფასებზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ის ადამიანები, რომლებიც არხზე მუშაობდნენ და არ აქვთ დავა ფინანსურ და შინაარსობრივ ნაწილში არხთან, ანაზღაურებას სრულად მიიღებენ, თუმცა ისინი ვინც დავას დაიწყებენ, კომპანიისგან თანხებს ვერ მიიღებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნოდარ მელაძე გაუშვეს…უი, მეც გამიშვეს და გაბუნიაც

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები