„არ მგონია, ნიკა გვარამიას შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აკეთებს.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
„თუკი რაიმე ხელშესახები პროგრესი იქნა ამ მიმართულებით მიღწეული, იყო „ქართული ოცნების“ პერიოდში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომში ევროკავშირის წევრობაც.
როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას
ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი