LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მჯერა იმის, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც ნებისმიერ შერიგების აუცილებელი წინაპირობაა: ირაკლი კობახიძე

99
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „არ სჯერა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ მივიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც ნებისმიერ შერიგების აუცილებელი წინაპირობაა“. მისივე განმარტებით, ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად სამართლიანობა უნდა ედოს.

კობახიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რაც ყველაფერზე მეტყველია და ცხადყოფს.

„მადლობა, პრეზიდენტს. მისი დამოკიდებულების, განწყობისთვის და ინიციატივისთვის. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

რაც შეეხება შერიგებას, შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება მნიშვნელოვანია და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა 2004-1012 წლებში და რომლის მსხვერპლიც იყო უამრავი ადამიანი, ათულობით ათასი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, აწამეს, მედია წაართვეს და ასე შემდეგ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ჰქვია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერ შერიგების აუცილებელი წინაპირობა.

მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებს. ამის მორიგი ნიშანი იყო ის, რომ არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს დღემდე მესამე პრეზიდენტს უწოდებენ, კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, რაც ყველაფერზე მეტყველია და ცხადყოფს. მათ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესის მიმართ და საკუთარი დანაშაულების მიმართ“,- აღნიშნავს კობახიძე.

პოპულარულები