LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს – ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

42
554

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა მუშამ განაცხადა, რომ ყველაფერს აბრალებენ.

არაფერი გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს, – განაცხადა მან და იმ ადამიანების მიმართ შეიგინა, ვინც მას დანაშაულის ჩადენას აბრალებს.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნული მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები