LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც არავის დანახვა მინდოდა, არც არავის ხმის გაგონება – ინდირა ჯგერნაია რთულ პერიოდზე

159
ჯგერნაიაინდირა

მძიმე დეპრესიაში ყოფილხართ? – სიცრუის დეტექტორის ამ კითხვას ინდირა ჯგერნაიამ დადებითი პასუხი გასცა და პერიოდიც გაიხსენა.

“მძიმე დეპრესიაა, როცა სახლიდან გარეთ არ გინდა გასვლა, სვამ ანტიდეპრესანტებს, გძინავს ფარდებჩამოფარებულში, ვერ იგებ დღეა თუ ღამეა. ერთხელ მახსოვს მაგ პერიოდში, გამეღვიძა, გადავწიე ფარდა, გავიხედე გარეთ და ავტომატურად დავიწყე ჩაცმა, საათს რომ დავხედე 6 საათი იყო, მივდიოდი სამსახურში ერთ-ერთ რესტორანში. გარეთ რომ გამოვედი აღმოვაჩინე, რომ დილის 6 საათია, თენდება. დროის შეგრძნებაც კი მქონია დაკარგული. ვსვამდი ანტიდეპრესანტებს, მეძინა სულ, არც არავის დანახვა მინდოდა, არც არავის ხმის გაგონება. ძალიან შინაურს და საყვარელ ადამიანს, მაგალითად დედაჩემს, რომ ცოტა ისე ეთქვა რაღაც, ყველაფერზე ვღიზიანებოდი”, – ამბობს მომღერალი და ამატებს, რომ ისევ თავად გადალახა ეს მდგომარეობა.

“არავინ არ თქვას დეპრესიიდან ვიღაცამ ან რაღაცამ გამოგიყვანა, ისევ ჩემით, ისევ სიმღერ-სიმღერით. იმიტომ რომ ამ დეპრესიის დროს ვმუშაობდი”- ამბობს ჯგერნაია და მიზეზად პირად პრობლემებს ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g