LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს რისკი იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს COVID 19“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო

801
bzamochra (3)

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

როგორც პროცესის გადადების შემდეგ დაზარალებულის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოროყაშვილს აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ტემპერატურა, რის გამოც პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო.

„გარდა იმისა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია ადამიანმა სასამართლოში ჩვენება მისცეს, ამავდროულად არსებობს რისკი იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს COVID 19. ვიდრე არ გამოირიცხება კოვიდი, ბუნებრივია, მანამდე ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო სხდომებში. თუმცა პროცესი იმ ვადით არის გადადებული, რომ რომც დაუდასტურდეს (ახლა) კოვიდი, ის შეძლებს გამოცხადებას შემდეგ სხდომაზე და მისი მიზეზით პროცესი არ გადაიდება”, – განაცხადა თავხელიძემ.

რაც შეეხება ბრალდებული სპორტსმენის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას პოზიციას, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა დაზარალებულ ნელი დოროყაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შეფასებას, როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი განმარტავს, ჩვენებას დაცვის მხარე შეაფასებს მას შემდეგ, როდესაც კითხვებს დაუსვამს დოროყაშვილს სასამართლო დარბაზში.

მალხაზ სალაყაიას თქმით, დაკითხვის პროცესში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ხოლო დაუსვამს თუ არა ყოფილ მეუღლეს კითხვებს, ეს მისი უფლებაა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმის მასალებს იცნობს, შესაბამისად, მას პოზიციები ჩამოყალიბებული აქვს და რა თქმა უნდა, დაცვასთან შეთანხმებულია”, – განაცხადა სალაყაიამ.

ჩამოვა თუ არა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ამგვარად მისცემს სასამართლოს ჩვენებას, როგორც ადვოკატი განმარტავს ამაზე ვერაფერს იტყვის, რადგანაც ეს დამოკიდებულია სპორტსმენის გრაფიკზე. ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდება.

„საქმეში წარმოდგენილი მასალები და ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეში ე.წ. ბრალდების მიერ წარმოდგენილი ჩვენება იქნება თუ სხვა, შეფასდება და შესაბამისად, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ნიკოლოზ ბასილაშვილს ქალბატონი ნელის მიმართებით არავითარი ძალადობა არ განუხორციელებია და ის თანაცხოვრების პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ახდენდა”, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ამავე თემაზე:

ნეკა დოროყაშვილი: ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

„ნიკოლოზმა მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენიაო.. როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს“ – ნეკა დოროყაშვილი

„ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო”- ნეკა დოროყაშვილი

 

 

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ერთ-ერთი ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g