ამერიკის შეერთებული შტატები იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმას ეხმაურება და თანადგომას უცხადებს თურქეთს, როგორც თავის ნატო-ელ მოკავშრებს. ასევე ასადის რეჟიმს – რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს მოუწოდებს შეწყდეს თავდასხმა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატო-ელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა თურქეთის ბაზა დაბომბა: გარდაცვლილია 33 თურქი სამხედრო
შეგახსენებთ, იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე განხორციელებულ საფაერო იერიშის შედეგად გარდაიცვალა 33 თურქი სამხედრო.
დაშავებულია 35-ზე მეტი. თავდასხმა თურქულ კოლონაზე მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.