LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთების ფასი დაიწევს- საქართველოში დაბრუნება გაიაფდება

157
airplane-takeoff

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს.

როგორც მინისტრმა განმარტა, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, კომერციული ავიარეისების შევსება დღეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ხდება.

“იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, როცა ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა, მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდების გაგზავნა იყოს მომგებიანი და მდგრადი. ჩვენ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ. ასევე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი თანამშრომლობით ბილეთის ფასები დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები