LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულდა, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია: ვაჟა სირაძე

140
unnamed

ავლაბარში სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, გათავისუფლებულია 4 მძევალი. რაც შეეხება საქართველოს ბანკის თავდამსხმელს, ის პოლიციამ დააკავა.

ავლაბარში, ბანკში, სავარაუდოდ თავდამსხმელი შეიჭრა

“თავდამსხმელი დაკავებულია. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი პირი, რომელმაც აიყვანა მძევლები. დაზიანება არავის მიუღია, მძევლები თავისუფლები არიან. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ბანკზე თავდასხმის გამო, მეტროსადგური ავლაბარი დროებით დაკეტილი იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები