ავლაბარში, ბანკში, სავარაუდოდ თავდამსხმელი შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მობილიზებულნი არიან სპეცსამსახურის თანამშრომლები, გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ასევე ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სახანძრო სამსახურების ეკიპაჟები.
ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.
“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.