LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვსტალი დატოვა დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც უკრაინელი სამხედროები გადაჰყავდა – ქარხნის დამცველები მარიუპოლის ალყის დასრულებას მიანიშნებენ

994
280752696_313109064330073_922683524788199934_n

მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მოქცეულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა განაცხადეს, რომ გარნიზონი ასრულებს ბრძანებებს ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, რაც იმის ნიშანია, რომ ხანგრძლივი ალყა დასასრულს უახლოვდებოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, აზოვსტალის ქარხანა დატოვა დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

„მთავარია გააცნობიეროთ ყველა რისკი, არის თუ არა გეგმა ბე, ხართ თუ არა სრულად ერთგული იმ გეგმის მიმართ, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ დაკისრებული ამოცანები და შევინარჩუნოთ პერსონალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა?“ – განაცხადა ქვედანაყოფის ერთ-ერთმა უფროსმა მეთაურმა, დენის პროკოპენკომ.

ამასთან, პროკოპენკო აცხადებს, რომ ისი­ნი 82 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგე­რი­ებ­დნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უმაღ­ლეს ძა­ლებს და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლიყ­ვნენ, მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ მეტი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და მი­ე­ღოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის­გან.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ დაჭრილ სამხედროებს, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g