LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაიდენთან შეხვედრა პუტინისთვის ჯილდო არ არის” – აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

65
1622981993884-tdy-sun-alba-biden-overseas-210606-1920x1080

შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანამდებობის დაკავების შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა ევროპას.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენის ვიზიტი დადასტურება იმის, რომ ამერიკა ერთგულია ალიანსების აღდგენის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გაცოცხლებისა და მოკავშირეებთან გლობალური გამოწვევის გადასაჭრელად მუშაობის.

ჯო ბაიდენი 10-16 ივნისს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში გამართავს შეხვედრებს.

ამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდება და 11-13 ივნისის განმავლობაში დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება დედოფალს, ელისაბედ მეორეს, უინძორების სასახლეში. შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება ნატოს სამიტზე დასასწრებად, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი.

16 ივნისს კი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის განსხვავებების გაგებას და მის მართვას.

„ეს ყველაზე ეფექტური გზაა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული განსხვავებების გასაგებად და სამართავად. ეს არ არის ჯილდო პუტინისთვის,“- თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეკ სალივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g