LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ თურქეთის 4 მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

40
პროკურატურა

ბათუმში 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ თურქეთის 4 მოქალაქეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

„თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები