LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: როგორ ეხმარება “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

121
-113250472-muskets

საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ევროკავშირის საზღვრების გახსნა დაიმსახურა – ამ მიზეზით ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცა BBC-ის ყურადღების ცენტრში.

სტატიაში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ პირველივე დღიდან მობილიზება და როგორ ჩაერთო ამ საქმეში ქვეყნის სამი მთავარი მეცნიერი.

“სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, სამ მუშკეტერს, კავკასია ქება-დიდებას ასხამს იმის გამო, რომ საქართველოში 1000-ზე ნაკლები კოვიდის შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ამ მიზეზით მხოლოდ 15 ადამიანი გარდაიცვალა” – წერს სტატიის ავტორი და სამ მუშკეტერში პაატა იმნაძეს, ამირან გამყრელიძეს და თენგიზ ცერცვაძეს გულისხმობს.

 

 

გამოცემა ყურადღებას მეზობელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს და წერს, რომ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ყოველდღიურად ვლინდება „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა. მეზობელ აზერბაიჯანშიც ასევე ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

 

როგორ შეძლო საქართველომ ეს?

საქართველოში თებერვალში დაფიქსირებულ პირველივე შემთხვევაზე მთავრობის რეაგირება იყო მყისიერი.

მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს კი გამოცხადდა  საგანგებო მდგომარეობა – აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა  კომენდანტის საათი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.

თემაზე BBC-მ პრემიერის გიორგი გახარიას კომენტარიც მიიღო წერილობით:

“ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს”.

 

„ბიბისი“ წერს, რომ საინფორმაციო კამპანიას სწორედ ქვეყნის მთავარი მეცნიერები [სამი მუშკეტერი] საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) უძღვებოდნენ. როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები