LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: „რობერტ სტურუა არის ის ადამიანი, ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობდი…“

1742
sturuazanguri

რობერტ სტურუამ „სიცრუის დეტექტორის“ 2020 წლის სექტემბრის გამოშვებაში, ბესო ზანგურთან განსაკუთრებულ დამოკიდულებაზე ისაუბრა. მისი მეგობარი მსახიობი თავადაც ესწრებოდა გადაცემის ჩაწერას და საპასუხოდ, აღნიშნა, რომ რობერტ სტურუასთვის სიცოცხლესაც დათმობდა:

„რა უნდა ვილაპარაკო უახლოეს ძმაკაცზე, მეგობარზე – ეს კაცი არის ჩემთვის ცხოვრების ნაწილი, ის, ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ და წავალ ყველაფერზე… სინამდვილეშიც ასეა – ეს კაცი ისაა, ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობდი… რობერტ სტურუას მსახიობობა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გეცვლება. ძალიან ვნერვიულობდი ჭორებზე, მაგრამ მიმაჩვია, რომ ყველა ჭორი უნდა გამოვიყენო ჩემდა სასარგებლოდ, ასევე სულში პატარა ონკანების დაყენება მასწავლა, სადაც დიდხანს ვკეტავ. ამან წინ წამწია ცხოვრებაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები