გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს.

„რატომაც არა? ქართველი მომღერალი შეძლებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ხმების მიღებას“წერს გერმანული Bild-ი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გერმანიაში ამ იდეას  ცნობილი მომღერლები და ჟურნალისტები აქტიურად განიხილავენ.

თავად ნათია ამბობს, რომ აღნიშნულ მუსიკალურ კონკურსში გერმანიის სახელით მონაწილეობას დიდი სიამოვნებით მიიღებდა . სწორედ ამ გზით „გადაუხდის მადლობას ქვეყანას, რომელმაც ასე გულითადად მიიღო“.

როგორც Bild-ი წერს, ნათია თოდუა იანვარში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონცერტებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი, სტუდიაში სიმღერებზე მუშაობას გეგმავს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ  გერმანული Voice-ის ქართველ გამარჯვებულს გერმანიის პოპმუსიკის აკადემიაში სურს სწავლის გაგრძელება.

21 წლის ქართველმა მომღერალმა კონკურსში “The Voice of Germany” ხმების 50,10% მოიპოვა.

 

 

 

მსგავსი თემები