LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: სააკაშვილის დაცვის ერთი ხაზი „გამიშვი და საქართველოს პოლიტიკაში აღარ ვერევი, აღარ მაინტერესებს“, თავად სააკაშვილისთვის და ქვეყნისთვის კატასტროფულია – პოლიტპატიმარი თავისუფალი უნდა იყოს

144
ბოკერია და მიშა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, მისთვის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ავად, ის თავისუფალი უნდა იყოს.

როგორც გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ის საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეც ამბობდა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოსაზრებით, სააკაშვილის პოლიტპატიმრად საკუთარი პრინციპების გამო მიიჩნევენ.

„სააკაშვილის შეფასებაზე როდესაც არის საუბარი, მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ის არის პოლიტპატიმარი. გამოვთქვით კიდევაც ეს აზრი, როდესაც ამაზე რეაქცია იყო დასაფიქსირებელი, ოღონდ ამის შემდეგ ჩვენი მკვეთრად განსხვავებული აზრი განსხვავდება იმ ადამიანების დიდი ნაწილისგან, ვინც ახლა ამ სასოწარკვეთას ასხივებს, რასაც არ მოაქვს არანაირი შედეგი გარდა უარყოფითისა – როგორც ზოგადად ქვეყნისთვის, ისე კერძოდ მიხეილ სააკაშვილის ბედისთვისაც.

[სააკაშვილი] თუ შეიძლება ისეთ დღეში ჩააგდოს ივანიშვილმა, რომ მასზე CNN-მა ასეთი სიუჟეტი გააკეთოს, შენ რისი იმედი გაქვს ამ ქვეყანაში? შენ, ან შენს შვილს თუ დაუპირა სისტემამ გადავლა, ვინ, ან რა დაგიცავს? – ზურაბ ჯაფარიძე

ამაში მონაწილეობა არასწორად მიგვაჩნია და ამას საჯაროდ ვამბობ. ეს იქცა საკუთარი კეთილშობილების დადასტურების რაღაც პროცედურად, თითქოს „მე რაღაცას ვაკეთებ“, რაც არის ტყუილი.

არადა, თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რომ ეს ვითარება ასე არ გადაწყდება. ეს მდგომარეობა აწყობს ივანიშვილის რეჟიმს და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს მას, რათა აჩვენოს დემორალიზაცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის წარმომადგენელთა დაცვის სტრატეგია არასწორია და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებს.

„აქ სააკაშვილის დაცვის რამდენიმე ხაზია. ერთის მხრივ დაცვის ხაზია – „გამიშვი და საქართველოს პოლიტიკაში აღარ ვერევი, აღარ მაინტერესებს საქართველო“, რაც სააკაშვილისთვის და ქვეყნისთვის არის კატასტროფული.

„არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი“ – 130-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს

ამან ბოლო სასამართლო სხდომაზე ექსტრემალური ფორმაც მიიღო, როცა სააკაშვილმა ქართულად არ ილაპარაკა. ეს ყველა თვალსაზრისით კატასტროფად მიმაჩნია.

ამიტომ, ამ მორევში ეს ყველაფერი არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს სჭირდება. მისი მიზანია აჩვენოს უძალობა, ისტერია, ხავსს მოჭიდება.

პრეზიდენტი, რომელიც სთხოვს პუტინისტური რეჟიმის ლიდერს, რომ „გაუშვი იმიტომ, რომ ქართულადაც აღარ ლაპარაკობს, ქართული არხები აღარ აინტერესებს“, ჩემი აზრით, ეს არის სამარცხვინო.

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას

ხაჭაპურიძე ხომ არის ამ კამპანიის სახე. ამაზე წაყრუება ეხმარება სააკაშვილის გათავისუფლებას თუ პირიქით, სჯობდა ეს დაცვის ხაზი საერთოდ არ შემდგარიყო?! თუკი რამე აძლიერებს ივანიშვილის სტატუს კვოს, ეს არის ასეთი საქციელი.“– განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები