„ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის ერთობის მანიფესტს არ უერთდება – შესაბამისად, მელიამ თავად დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა და მას პარტიის წევრად არ განვიხილავთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა და თქვა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.
მანვე აღნიშნა, რომ მელიას მხრიდან ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე უარი და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კონტრშეთავაზების გაკეთება, იყო მისი პოლიტიკური განაცხადი პარტიის დატოვების შესახებ.
„ერთობის მანიფესტის ინიციატორია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან ცხადად განმარტა, რომ ვინც ერთობის მანიფესტს და მის სულისკვეთებას არ შეუერთდება, თავად აღმოჩნდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა.
ნიკა მელია - ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია - გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო
„თუ ეთანხმებით ამ ინიციატივას, გადადით ლინკზე და მოაწერეთ ხელი. ხელმოწერა არის კონფიდენციალური:“,- წერს მელია.
ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ის მანიფესტს არ უერთდება. მეტიც, მან ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს კონტრშეთავაზება გაუკეთა კონტრდოკუმენტის სახით, რაც მისი მხრიდან ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იყო.
ვწუხვარ, რომ გუშინდელი შესაძლებლობა მან არ გამოიყენა იმისთვის, რომ ერთობის დოკუმენტი მისთვის ახალი შესაძლებლობა ყოფილიყო, რათა გეოპოლიტიკურ არჩევნებში ერთიანი ძალებით შევსულიყავით.
მიხეილ სააკაშვილი: „ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას“
ერთობის მანიფესტი იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა ადამიანს, ვინც საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად მოიაზრებს, ჰქონოდა შესაძლებლობა, ერთობასთან დაკავშირებით განახლებული განაცხადი გაგვეკეთებინა – აქ პარტიის ყველა სხვა წევრთან ერთად, ნიკა მელიაც მოიაზრებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.