LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა

183
კორონავირუსი

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  წინა კვირაში – 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი – 2570 იყო.

ამასთან, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ვირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა.

ხოლო გამოჯანმრთელდა 2 338 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 659 ტესტი.

კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ.. აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ, ამას შეგვიძლია „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები