LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა “ანას ბაღისთვის” კალაძისთვის “თითიდან გამოწოვილი” თემაა

134
--2020-01-10-15-38-38-369983

დღეს დილიდან “ანას ბაღში” ადგილობრივ მოსახლეობასა და “გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ და გუშინ მათ აქ კარავიც დადგეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაც, რომელიც მათ დაეხმარებათ შეაჩერონ მშენებლობა.

დაპირისპირება სამუშაოების განახლებას მოჰყვა. მოსახლეობამ ობიექტზე მომუშავე პერსონალს უფლება არ მისცეს გაეყვანათ ტექნიკა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ როგორც კი დაიძაბა სიტუაცია, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს და პოლიციის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ადგილი არ ჰქონია.

“ანას ბაღში” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამოსული აქციის 4 მონაწილე დააკავეს

„ჩვენ გუშინ დავაანონსეთ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება. დღეს დილით გამოჩნდნენ დაცვის სამსახურის „გისსონის“ თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენი კარავი დაანგრიეს, ჩვენს მეზობლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე.

“ანას ბაღთან” დაკავშირებით კომენტარს დედაქალაქის მერი აკეთებს და აცხადებს, რომ ბაღს არანაირი პრობლემა არ ექმნება და ეს არის “თითიდან გამოწოვილი” თემა. კალაძის  თქმით, მერია მზად არის, ბაღის რეაბილიტაცია განახორციელოს.

“ანას ბაღს არავინ ეხება, ეს სრული სიცრუეა” – თბილისის მერის მოადგილე

„მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს” არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანიას დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება და პირიქით, დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს”. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის” რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე”, – განაცხადა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები