LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანას ბაღში” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამოსული აქციის 4 მონაწილე დააკავეს

353
BeFunky-collage (14) (1)

ვარკეთილში, “ანას ბაღში” მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივი მოსახლეობა უკანონო მშენებლობის შეჩერებას და მერიის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებსა და  სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს  შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე 4 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ბაღში მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გააპროტესტა  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ადგილობრივების პროტესტს სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია.

მისივე თქმით, კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.როგორც ბენაშვილი აცხადებს, ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიაზე ნაკვეთები თვითნებურად აქვთ შემოღობილი და მათი დათმობა არ სურთ. ბენაშვილის თქმით, აღნიშნული აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული.

რაც შეეხება მერიის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით, ადგილზე 13 დეკემბერს დედაქალაქის მერიც იმყოფებოდა.  მაშინ, სულ სხვა მიზეზით მისულ კახი კალაძეს მოსახლეობა აქციით დახვდა.

გამწვანების ღონისძიებაზე დასაწრებად მისულმა მერმა ადგილობრივების მოთხოვნებიც მოისმინა.  პროტესტის მონაწილეები ადგილზე ტრანსფარანტებით მივიდნენ „დაგვიბრუნეთ ეზო“.  მოსახლეობამ კალაძეს მშენებლობაზე მისვლა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება სთხოვა. ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა კი, აქციის მონაწილეები მერიაში დაიბარეს.

დაგვიბრუნეთ ეზო: კახი კალაძეს ვარკეთილში აქცია მოუწყვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g