LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის შეცდომა თუ გარდაუვალი არჩევანი – რა უნდა გავითვალისწინოთ კორონავირუსთან ბრძოლისას

6458
vaqcin 22

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, მაგრამ მის შესახებ, ბევრი რამ, ჯერ კიდევ არ ვიცით. მსოფლიოში ამ დროისთვის ცხრა ვაქცინა არსებობს, მაგრამ ჯანდაცვის მოფლიო ორგანიზაციას ჯერ არც ერთი მათგანი დაუდასტურებია.

მსოფლიოში პირველად ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყო, მათ არჩევანი „ფაიზერ/ბიონტეკის“ ვაქცინაზე შეჩერდა. მაგრამ შემთხვევების კლების ნაცვლად, ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია  და კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც ასეთი მაღალი გასული წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა.

პირველმა ბრიტანელმა “ფაიზერის” ვაქცინა მიიღო, ის 90 წლის ქალბატონი მარგარეტ ქინენია

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ გადაწყვიტა, მოქალაქეების აცრა „ფაიზერ/ბიონტეკის“ ნაცვლად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გააგრძელონ.

აირჩია თუ არა ბრიტანეთმა პანდემისთან ბრძოლის სწორი გზა? ამ კითხვით „ფორტუნამ“ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.

ბრიტანეთში, სადაც ვაქცინაცია პირველად დაიწყო, ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, პირიქით ხდება. დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში „ფაიზერ/ბიონტეკით“ დაწყებულ პროცესს  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გააგრძელებენ. როგორ ხსნით ცვლილებას? თქვენი აზრით, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში შეცდომა სად დაუშვა?

ვაქცინას ვერ მივაბავთ შემთხვევების რაოდენობის მატებას.  ბრიტანეთში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდას ვირუსის ახალ შტამს უკავშირებენ. ახალმა შტამმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და რომელსაც მთელი მსოფლიო სიფრთხიით უყურებს, გადადების მაჩვენებელი 0.7 ერთეულით გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება. ვაქცინაციის ეფექტი რომ დავინახოთ, არაა საკმარისი იმ როდენობით მოსახლეობის აცრა, რამდენიც ბრიტანეთში აიცრა.

ვაქცინა უილიამ შექსპირმაც გაიკეთა

ბრიტანეთში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია…

ბრიტანეთის მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია და ჯერჯერობთ გაკეთებულია 950 ათასი დოზა. ისრაელში 10-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და მილიონ 900 ათასი დოზა ქვეყანაში უკვე გაკეთებულია. ანუ 60 წლის ზემოთ 40% მოსახლეობის აცრილია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვაქცინის ეფექტი ბრიტანეთში ჯერ ვერ იქნება. პოპულაციის იმუნიტეტის ფორმულირებისთვის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უნდა გყავდეს აცრილი და 20 პროცენტს გადატანილი უნდა ჰქონდეს ვირუსი.

გუშინ „ბიბისის“ ერთ-ერთ თოქშოუში სტუმრად მყოფმა ბრიტანეთის პრემიერმა  ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შეზღუდვების გამკაცრება მოუწევს. მისი თქმით, ვაქცინაციის ეფექტურობის ნახვა ალბათ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

პანდემიასთან ბრძოლის ბრიტანეთის პროტოკოლს რომ მივყვეთ, უცნაურად გამოიყურება. ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის „ფაიზერით“ აცრა გაეგრძელებინათ, დღეს გადაწყვიტეს, რომ სხვა ვაქცინით აეცრათ მოსახლეობა.

მსოფლიოში ვაქცინის დიდი დოზები არ არსებობს, რაოდენობა ლიმიტირებულია. რადგან „ფაიზერის“ დაცვის მაჩვენებელი პირველი დოზის შემდეგაც მაღალია, ბრიტანეთში გადაწყვეტილება მიიღეს, ნაცვლად სამი კვირისა, ვაქცინის მეორე ეტაპი 12 კვირის მერე გააკეთონ და ქვეყანაში უკვე არსებული ვაქცინით ბევრი ადამიანი აცრან. ამ მიდგომას კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს და მხარდამჭერიც. ტრაგედიას ამ კუთხით მე, როგორც ექიმი ვერ ვხედავ.

ჩვენ რამდენად უნდა გავიზიაროთ მათი მაგალითი?

ვაქცინების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. რა თქმა უნდა, ისეთ ვაქცინაზე უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომლის მოწოდებაზეც პრობლემა არ იქნება და რომლის შენახვა და გადანაწილება მარტივი იქნება.

თუ არის მსოფლიოში მონაცემები, რამდენად ეფექტურია და როგორ გადააქვთ ვაქცინაცია მათ, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს?

ამის არანაირი მონაცემი ჯერჯერობით არ არსებობს. ყველა, გადაიტანა თუ არა ინფექცია, ვაქცინაციას ემორჩილება.

დიდ ბრიტანეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა დღეს იწყება