LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

221
ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც 2 დღის განმავლობაში (17-18 იანვარს) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

19 იანვარს ბუბა კიკაბიძეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინო რეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ამავე თემაზე:

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში და დიდი სურვილი აქვს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში ჩაერთოს: გიული ალასანია

ბუბას ეპოქა დამთავრდა – როგორ ემშვიდობება ნანი ბრეგვაძე გარდაცვლილ ლეგენდას

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები