LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგერში ორი პოლიციელია მოკლული – ერთ-ერთი “ქართული ოცნების” დეპუტატის სიძეა

428
ცაგერი 5 (1)

ცაგერის ერთ-ერთ სოფელში ორი პოლიციელი მოკლეს, მათ სავარაუდოდ, ერთმანეთს ესროლეს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. მოკლული პოლიციელებიდან ერთ-ერთი “ქართული ოცნების” დეპუტატის – კარლო კოპალიანის ძმიშვილის მეუღლე იყო. 

სროლის დროს ასევე დაიჭრა შემთხვევითი გამვლელიც.

ამ დროისთვის 65 წლის მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები