LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვის დედოფალი“ – ჯესიკა ჩესტეინი „ბარბერის“ ვერცხლისფერ კაბაში

289
jesikachester

ნიუ-იორკში ახალი ფილმის, „ტემი ფეის თვალების“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლს ჯესიკა ჩესტეინი ასრულებს. ფილმის ჩვენებას წინ უძღოდა წითელი ხალიჩა, სადაც ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ. პირველი კი ფოტოგრაფებთან თავად ჯესიკა ჩესტეინი გამოვიდა.

ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის სიყვარულმა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა – სიყვარულით სავსე ფოტოები ვენეციიდან

44 წლის კინოვარსკვლავი პრემიერაზე ბრწყინავდა „ბარბერის“ ვერცხლისფერ კაბაში. ამ კაბას ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა ის 80-იანი წლების ცეკვის მასწავლებელს შეადარა, ზოგიც წერდა, რომ პრემიერას Pet shop Boys-ის მუსიკა აკლდა, რადგან ჯესიკა ცეკვის დედოფალივით გამოიყურებოდა. რეალურად კი ჯესიკამ ამ სტილის სამოსით ფილმის სიუჟეტი გაგვახსენა, რადგან კინოსურათში მოვლენები სწორედ 80-იან  წლებში ვითარდება.

ფილმი მეუღლეების ისტორია გვიყვება, რომლებმაც პატარა, რელიგიურ თემაზე შექმნილი საოჯახო სატელევიზიო გადაცემის წყალობით, მილიარდიანი იმპერია შექმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები