LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი პაპუაშვილს: გამიხარდებოდა, იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყოთ, რომელსაც, რაიმე შეუძლია, გარდა იმისა, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენოს

119
BeFunky-collage (2)

,,მე არ ვგრძნობ, რომ პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. გთავაზობთ თქვენი ინტელექტუალური რესურსი დახარჯოთ იმაში, რომ იყით ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია ,,კანონი და სამართლის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

მისივე სიტყვებით, გაუხარდებოდა, რომ პაპუაშვილი იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, რომელსაც ,,რაიმე შეუძლია, გარდა იმისა, რომ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენოს და მამაკაცები საჩხუბრად გამოიწვიოს.

“საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციაა, რომ მას ემორჩილებოდეს ისეთი მინისტრები, როგორიც გახლავთ მაგალითად, “მიკროფინანსისტი” კულტურის მინისტრი და სხვა. ყველა მინისტრი თავს გრძნობს ისე, რომ მას ხელმძღვანელი ჰყავს სხვაგან, როგორც ჩანს, საქართველოში მართლაც პატრონყმული წყობაა, თორემ დღეს დეპუტატები ერთმანეთს ასე არ უნდა ესუაბრებოდნენ.

მე უბრალოდ გთავაზობთ, რომ თქვენი ინტელექტუალური რესურსი დახარჯოთ იმაში, რომ იყით ნამდვილი პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე. ვინაიდან ეს ყველაფერი გაუსაძლისი მგონია, ჩემი აზრით, ეროვნულ შეთანხმებაზე უნდა ვიფიქროთ. ბატონო შალვა, თქვენც მინდა იფიქროთ ამაზე. რატომღაც მგონია, რომ უნდა ავყვეთ ყველა ამაში ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g